არჩილ თალაკვაძე – ნიკა გვარამიაზე: სინამდვილეში, ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული, „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ

ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანი უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ ამართლებდა სახელმწიფო საჭიროებით რეიდებს ტელევიზიებში და ტელევიზიების დახურვას, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, სინამდვილეში, არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული, „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომლებიც სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი.

“ომბუდსმენს აქვს უფლება, რეკომენდაციით მიმართოს თუნდაც პრეზიდენტს, თუმცა, პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომლებიც სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი და, სულ მცირე, შვიდი მილიონი ლარით აზარალა ტელევიზია, რომელშიც მუშაობდა და, რეალურად, ის პასუხისგებაში მიეცა ამის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სინამდვილეში, დღეს ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანი უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ ამართლებდა სახელმწიფო საჭიროებით რეიდებს ტელევიზიებში და ტელევიზიების დახურვას, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, სინამდვილეში, არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული, „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს სასამართლომ გადაწყვიტა და სასამართლოში ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები