მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
“როგორც თვითონ მას ვესაუბრე და მის მკურნალ ექიმთანაც მქონდა საუბარი, პრობლემა არის ის, რომ ვერ იღებს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს, მოინდომოს კიდევ უფრო მეტად და რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა. პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.