ბექა დავითულიანი: დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს

“დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის მათი ინტერესის სფერო და საგანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს დიდი შეცდომა იქნება.

„ევროკავშირს მისაღები აქვს გადაწყვეტილება და ის კონკრეტული ფაქტები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და კითხვების გაჩენას ცდილობს, ამას ვერ გადაწონის. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ თავის დროზე რეზოლუცია მივიღეთ პარლამენტში, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და მივმართეთ ევროკავშირს, რომ გაეთვალისწინებინა პარტიების პოზიცია. ჩვენ სახელმწიფო დონეზე მივმართავთ მათ, გვაქვს უამრავი განცხადება, სადაც სრულად ფიქსირდება ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების პოზიცია, ამიტომ, ჯერი არის ევროკავშირზე და დიდი იმედი მაქვს ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ ეს ქვეყნები არიან მათი ინტერესის სფერო და საგანი”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები