ემანუელ მაკრონი: პუტინის “შეცდომის” მიუხედავად , რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ მოხდეს რუსეთის დამცირება, რათა, როდესაც სამხედრო მოქმედებები უკრაინაში დასრულდება, შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გზების პოვნა. მან ასევე დაამატა, რომ მისი აზრით პარიზი შუამავლის როლს შეასრულებს კონფლიქტის დასრულებაში.
მაკრონი ცდილობს დიალოგის შენარჩუნებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლაიდიმირ პუტინთან მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მისი პოზიცია არაერთხელ ექვემდებარებოდა კრიტიკას ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს მათ ძალისხმევას უკარგავს რომ აიძულონ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რომ იმ დღეს, როდესაც სამხედრო მოქმედებები დასრულდება ჩვენ შეგვეძლოს პრობლემების დიპლომატიური გზებით გადაწყვეტა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს შუამავალი ქვეყანა“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონი რეგულარულად ესაუბრებოდა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა მოლაპარაკების ფარგლებში.
„მე ვეტყვი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ერისთვის, თავისთვის და ისტორიისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.