გია ვოლსკი: გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთის სტრატეგიული ინტერესი საზოგადოებების დაახლოებას არანაირად არ ითვალისწინებს
შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის სტრატეგიული ინტერესი საზოგადოებების დაახლოებას არანაირად არ ითვალისწინებს.
“გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული ინტერესი საზოგადოებების დაახლოებას არანაირად არ ითვალისწინებს. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს სატრანზიტო პერიოდზე, როდესაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს დაპირისპირებისა ამ პროცესში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.