მამუკა მდინარაძე: უკრაინასთან დაკავშირებით 300-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს, საქართველო ზოგის თანაავტორი, ზოგის კი თანასპონსორია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით 300-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს და საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის კი თანასპონსორი.
„უკრაინის მიმართ დღეში თითო რეზოლუცია გამოდის ხან ევროპარლამენტის, ხან თანამეგობრობის, ხან სხვა ქვეყნების ერთად, ცალ-ცალკე და ა.შ. 300-მდე რეზოლუცია და განცხადებაა და რაც კი არსებობს საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორია, მათ შორის ჰააგის და ა.შ. უკრაინასთან მიმართებით გასაგებია, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ იყო, ომია იმ ქვეყანაში და ჩვენი სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.