გერმანიის საელჩო: საქართველოდან გერმანიაში შესვლა მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები