მამუკა მდინარაძე: ჩვენი თანამებრძოლის და ღირსეული კაცის, ილია ელოშვილის გარდაცვალებამ თავზარი დასცა ყველას, ვინც მას იცნობდა – დიდი ტკივილია ასეთი ადამიანის დაკარგვა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ჩვენი თანამებრძოლის და ღირსეული კაცის, ილია ელოშვილის გარდაცვალებამ თავზარი დასცა ყველას, ვინც მას იცნობდა. დიდი ტკივილია ასეთი ადამიანის დაკარგვა და რთულია ასეთ დროს სანუგეშო სიტყვების მოძებნა. ვუსამძიმრებ ილიას ოჯახს და მის ყველა ახლობელს”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.