შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად
ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს, დავით სერგეენკოსთან ერთად, საოჯახე ტიპის ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. საოცარი თბილი გარემო დაგხვდა. ბავშვები ემოციურად გვიხსნიდნენ და გვათვალიერებინებდნენ თავიანთ სივრცეს, ფერადი ნახატები და მათ მიერ შესრულებული სიმღერა მართლაც დადებითი ემოციით გავსებს.
ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ ცხოვრებას და ოცნებების ასრულებას”, – წერს შალვა პაპუაშვილი.