შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მათი მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს, „ქართული ოცნება“ კი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების მოპოვებას ცდილობს

“ნაცმოძრაობა“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი თუ გვერდში მდგომი განცხადებები მოიპოვოს პარტიული კოლეგებისგან. „ქართული ოცნება“ არ ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს როგორც ბრიუსელში, ისე – სხვადასხვა დედაქალაქში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლაც, საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქს სტუმრობენ.

“დღესაც, ახლაც ჩვენი კოლეგები იმყოფებიან რუმინეთში, სადაც შეხვედრებს მართავენ. იცით, რომ მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში, პარლამენტი არის ამ კუთხით ძალიან აქტიური, საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დედაქალაქებს სტუმრობენ და ჩვენ ვიღებთ მათგან მხარდამჭერ განცხადებებს. მათ შორის, ამ შემთხვევაში დელეგაცია რუმინეთში იმყოფებოდა, სწორედ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ იქ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები