ნედ პრაისი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ნედ პრაისი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებულ კითხვას გამოეხმაურა.

„ეს საკითხი აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების [საქართველო, უკრაინა და მოლდოვა] გვერდით ვიდექით ამ გზაზე მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები