ევროკავშირის დაფინანსებით, ზუგდიდმა კულტურის სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა

ევროკავშირის დაფინანსებით, ზუგდიდმა კულტურის სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, კონკრეტულად პროექტს EU4Culture-ს რომლის დაფინანსებითაც აღნიშნული დოკუმენტი  შემუშავდა და მის განხორციელებაში ჩართულ  ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ მიმართულებით.

პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ჩართულობის უპრეცედენტო მასშტაბებით.

სამი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა ამ დოკუმენტმა,  ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა დოკუმენტის პრეზენტაციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა, კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას, ზუგდიდის გარდა ფოთი და ქუთაისი შეიმუშავებენ. მათგან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. დაფინანსებასთან ერთად პროექტი დაეხმარება ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები