“ნაწლავები დაგლეჯილი ჰქონდა, დაზიანებები – სავარაუდოდ, დანითაა მიყენებული” – 15 წლის მოზარდის ექიმი

სამგორში დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

როგორც “ამტელ ჰოსპიტლის” ბავშვთა რეანიმაციის გამგემ, მერაბ ჯოხარიძემ განაცხადა, მოზარდს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.

მისივე განმარტებით, ბიჭს დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

“ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. ნაწლავები დაზიანებული იყო. ექიმებმა მიაღწიეს იმას, რომ სისხლდენა შეუჩერეს. დაგლეჯილი ჰქონდა ნაწლავები. 15 წლისაა. სავარაუდოდ, დაზიანებები დანითაა მიყენებული”, – განაცხადა მერაბ ჯოხარიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამგორში არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. დაჭრილია 15 წლის ბიჭი. როგორც ცნობილია, კონფლიქტი 74-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და მასში ამავე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები