ქუთაისში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონის, საკალათბურთო კლუბის – “ქუთაისი 2010” საჩემპიონო მსვლელობა მოეწყო
ქუთაისში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონის, საკალათბურთო კლუბის – “ქუთაისი 2010” საჩემპიონო მსვლელობა მოეწყო.
“ქუთაისი2010” სუპერლიგის ფინალში “ოლიმპს” შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ქუთაისელი კალათბურთელები უკვე მეორედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, 7-წლიანი პაუზის შემდეგ.
დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, მერიის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ჩემპიონებთან და მათ გულშემატკივრებთან, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოეწყო.