პროექტი “მწვანე ლაშქრობა აბიტურიენტებისთვის” დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი “მწვანე ლაშქრობა აბიტურიენტებისთვის” დასრულდა.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანი, ახალგაზრდების შემეცნებით გასართობ ტურში ჩართვა იყო.
“დასრულდა პროექტი “მწვანე ლაშქრობა აბიტურიენტებისთვის”, რომელიც სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მოიცავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მე-12 კლასის მოსწავლეებს.
აბიტურიენტებმა დალაშქრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში “არწივის ხეობა”, “ხორნაბუჯის ციხე” და ელიას მთა, მოილოცეს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარი. ასევე ლაგოდეხში მაჭის (თოღას) ციხე და როჭოს ჩანჩქერი.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდების შემეცნებით გასართობ ტურში ჩართვა, ერთი დღის საინტერესოდ და მეგობრულ გარემოში გატარება იყო. შეეძინათ ახალი მეგობრები, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის სამომავლო გეგმები. პროექტის მხარდამჭერია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.
ორგანიზატორი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.