ლაგოდეხში, კინოთეატრ “სინემას” დარბაზში ინტელექტუალური თამაში “ჩემი მუნიციპალიტეტი” გაიმართა
ლაგოდეხში, კინოთეატრ ,,სინემას” დარბაზში ინტელექტუალური თამაში ,,ჩემი მუნიციპალიტეტი” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდებმა.
ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
I ადგილი – ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა
II ადგილი – ვარდისუბნის საჯარო სკოლა
III ადგილი – ბაისუბნის საჯარო სკოლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა მონაწილე გუნდები სიგელებით, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები საჩუქრებით დაასაჩუქრა.