ლაგოდეხში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა თემატური გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა 

ლაგოდეხში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა თემატური გამოფენა-პერფორმანსი, სპორტული ღონისძიებები და ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.  დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა ესეების კონკურსში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, 1918 წლის 26 მაისი” – გამარჯვებული მოსწავლეები, საზეიმოდ დააჯილდოვა და მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“დღეს, უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 104 წლის წინ, საქართველომ, აირჩია ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ეს საპატიო მისია, გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისაგან, გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!” გისურვებთ გამთლიანებულ,ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას!”-აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები