ბალტიისპირეთში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოქვეყნდება. ესტონელმა, ლიეტუველმა და ლატვიელმა ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. მათ ობიექტივში ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და სხვა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოხვდა.

ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

ჟურნალისტების პარალელურად ლატვიიდან აჭარას სტუმრობდნენ წამყვანი ტუროპერატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ბათუმში ტურისტების შემოყვანის საკითხები განიხილეს.

წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო რიგადან, რასაც ზაფხულში ესტონეთისა და ლიეტუვას მიმართულებებიც დაემატება. ბათუმის მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები აჭარაში ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები