ფოთში მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ დაწესებულებასთან მისასვლელი გზა გადაკეტა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქარხანასთან მისასვლელი გზა გადაკეტა.

ადგილობრივების თქმით, გუშინ ქარხანაში აფეთქების შედეგად, მათი საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაზიანდა. ასევე ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ მცხოვრები ბავშვების ორგანიზმში რკინისა და ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება.

მათივე თქმით, მოსახლეობა უკვე წლებია, ამ პრობლების წინაშე დგას და ხელისუფლებასთან და ქარხნის ადმინისტრაციასთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდნენ.

ფოთის მერიაში კი განმარტავენ, რომ ქალაქის მერი უშუალოდ არის კომუნიკაციაში როგორც მოსახლეობასთან, ასევე ქარხნის ხელმძღვანელობასთან.

ამ წუთებში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია, ადგილობრივები ქარხნის ხელმძღვანელობასთან და მერთან შეხვედრას ელოდებიან. თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები