„ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი საერთაშორისო ტვირთების გატარება.

აღსანიშნავია, ,,კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 233 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაისის თვის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოდან გატანილი ტვირთბრუნვის მონაცემებში 513 პროცენტიანი მატება აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები