გოგი მეშველიანი ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს „ბოლნელა“ 10 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს „ბოლნელა“ 10 წლის იუბილეს ულოცავს.

„უკვე ათი წელია რაც ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ საკუთარი რეპერტუარითა და  განსხვავებული შესრულებით მსმენელს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურებს. სწორედ, გამორჩეული  სცენური მანერის გამო მათ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა „საქართველოს მარგალიტები“ უწოდა და დღეს, ამ მარგალიტებმა ათწლიანი ისტორია შეკრეს და იუბილე მსმენელთან ერთად აღნიშნეს.

გულითადად ვულოცავ ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს „ბოლნელა“ ათი წლის იუბილეს და მრავალ ახალ წარმატებას ვუსურვებ!“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ანსამბლი 2012 წელს ბოლნელი მიტროპოლიტი ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, გუნდის ლოტბარი გახლავთ ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი – ნანა ვალიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები