სოფელ გორისასა და არგვეთში გზებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა სოფელ გორისისა და არგვეთის საუბნო გზებზე.

სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და პირველმა მოადგილე კობა ქიმაძემ.

“ცენტრალური საავტომობილო გზები ყველა სოფლამდეა მიყვანილი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა სოფელში საუბნო გზების მოწყობაზე, ამიტომაც წელსაც პრიორიტეტი საუბნო გზების რეაბილიტაციაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

ზემოაღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები