გორში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26 მაისთან დაკავშირებით, გორში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ღონისძიებებს გორის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი აბელ აბესაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, გორშიც 17:00 საათზე ევროკავშირის ჰიმნი, ხოლო 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა, რაშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის შემსრულებლებმა მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები