ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

„კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

სადღესასწაულო ღონისძიება ,,თბილისური კვარტეტის“ კონცერტით გაგრძელდა. ანსამბლმა ყველასათვის საყვარელი ქართული სიმღერები შეასრულა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები