საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“27 მაისს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვეობის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების ავტოგრაფები, როგორებიც არიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, სენატორი ჯონ კენედი, გუბერნატორი რონალდ რეიგანი და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი პოლიტიკური თუ სამხედრო პირი; ამას გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა ივანე ნანუაშვილის მიმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უკრაინულ, ბელორუსულ, პოლონურ თუ აზერბაიჯანულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა, რომელიც მოიცავს გამორჩეული ექსპონატების ფოტორეპროდუქციებს და გამოფენის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და ამოიკითხონ კიდეც, მაგალითად, რას სწერს პრეზიდენტი ნიქსონი ქართველ ემიგრანტ მოაზროვნეს – ივანე ნანუაშვილს; გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს ივანე ნანუაშვილის სახელობით შრიფტს, რომელიც კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები