პარლამენტში ევროინტეგრაციის თემაზე დებატები მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.

დებატების გამართვის ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატებს ეკუთვნით.

დებატებში პარლამენტში წარდგენილი ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი იღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, პოლიტიკური დებატები პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით ინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები