სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ოთახები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, გათბობის სისტემა. შემოიღობა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, აქვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. ამჟამად, მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები.
პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მშენბენი“.