ამირან გამყრელიძე – “მაიმუნის ყვავილზე”: ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის იდენტიფიცირება გენომის სეკვენირების საშუალებით

ვირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, გამონაყარი. საბედნიეროდ, არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “მაიმუნის ყვავილზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი ცენტრალური აფრიკიდან გავრცელდა.

„ამ დრომდე, 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის. ის ცენტრალური აფრიკიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ესპანეთში, პორტუგალიასა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბედნიეროდ, არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, გამონაყარი. საერთაშორისო დაწესებულებების მოწოდება გახლავთ, რომ გაძლიერდეს მეთვალყურეობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, რასაც ჩვენ მივყვებით და ვაკეთებთ. მიეცა ქსელს ინსტრუქცია, დაიგზავნა ცირკულარი, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ამ ტიპის დაავადებაზე. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის იდენტიფიცირება გენომის სეკვენირების საშუალებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები