ბექა დავითულიანი: ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, დაასახელოს თუნდაც ერთი საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენა.
“ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა”, – აცხადებს დავითულიანი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა “საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად”.