ფილიპინებზე გემზე, რომელშიც 124 მგზავრი იყო ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები

ფილიპინებზე გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 7 მგზავრი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN Philippines სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 105 გადაარჩინეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ ფილიპინებზე, რიალის პორტთან ახლოს გემზე, რომელშიც 124 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაჩნდა.

ქვეყნის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ადამიანების დიდმა ნაწილმა წყალში გადახტომით უშველა თავს.

6 მგზავრი დაშავდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები