ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს, სადაც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა – ბავშვები

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის დაბომბვას აგრძელებენ. ამჯერად, ჭურვი სკოლას მოხვდა, სადაც ხალხი იმალებოდა.

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაღუპა.

მისი თქმით, დაბომბვის დროს სკოლის შენობაში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა – ბავშვები.

ლუგანსკის ოლქის პოლიცია ხალხის სხვა თავშესაფარში გადაყვანას ცდილობს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები