სოფელ ბრეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სოფელ ბრეთში არსებული ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კედლების გამაგრებისა და სართულშუა გადახურვის ფილის მოწყობა ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი, გათბობის სისტემა, ეზო.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. სამუშაოებს ინდ.მეწარმე „პაატა ხაჭაპურიძე” ასრულებს.