ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.