გურამ მაჭარაშვილი: საერთაშორისო სასამართლომ ობიექტურად მიიჩნია ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ნიკა გვარამია და მისი მომხრეები „რუსთავი 2“-ის ძარცვაში არიან მხილებულნი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თავის დროზე, საერთაშორისო სასამართლომ “რუსთავი 2-სა” და ნიკა გვარამიას საქმეზე ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება ობიექტურად მიიჩნია.
“საერთაშორისო სასამართლომ სწორად და ობიექტურად მიიჩნია ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ნიკა გვარამია და მისი მომხრეები „რუსთავი 2“-ის ძარცვაში არიან მხილებულნი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 16 მაისს „რუსთავი 2“ -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.