აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას რუსეთს მიმართა, რომ უკრაინის პორტების ბლოკირება შეწყვიტოს.

„როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობა ფიქრობს, რომ სურსათის იარაღად გამოყენება ხელს შეუწყობს იმის მიღწევას, რაც მის შეჭრას არ მოუტანია – უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვა. სურსათის მიწოდება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი რუსი სამხედროების მიერ“, – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები