აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 11, ხოლო ორმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები