იენს სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას, რათა შვედეთსა და ფინეთს ნატოს ოჯახში მივესალმოთ

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას, რათა შვედეთისა და ფინეთის ნატოს ოჯახში გაწევრიანებას მივესალმოთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დანიაში განაცხადა.

სტოლტენბერგი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც თურქეთის მსგავსი მნიშვნელოვანი მოკავშირე გამოთქვამს შეშფოთებებს, აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა და საერთო პოზიციამდე მისვლის გზების მოძებნა.

მისივე განცხადებით, ალიანსი მჭიდრო კავშირშია ფინეთთან და შვედეთთან, ისევე როგორც თურქეთთან, რომელიც აღნიშნული ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება.

„ახლა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოკავშირის ინტერესები და შეშფოთებები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას, რათა შვედეთისა და ფინეთის ნატოს ოჯახში გაწევრიანებას მივესალმოთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები