დერეკ შოლე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, დერეკ შოლე დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უკვე გამართა.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმასა და ვაჭრობის საკითხებზე.
მმართველ გუნდში შეხვედრის მთავარ თემად რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ.