უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება და უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე, 24 აგვისტომდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის განკარგულება ძალაში 24 მაისიდან შევა.