ბექა დავითულიანი: სტოლტენბერგს კორონავირუსი ჰქონდა, დღეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო, ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი აქტუალურია, ამ შეხვედრებს დაესწრო და სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.
“ბატონ სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე და ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ვერ გადადებდნენ, ამ შეხვედრებს დაესწრო და ყველა სხვა მისი შეხვედრა დღეს გაუქმდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული, ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი”, – აღნიშნა დავითულიანმა.