პიანისტი ლექსო თორაძე საქართველოში ჩამოასვენეს
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
მუსიკოსის ცხედარი აეროპორტიდან კონსერვატორიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ქართველ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით ხვალ დაკრძალავენ.
ლექსო თორაძე 11 მაისს 69 წლის ასაკში, აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.