აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დღეს საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე დღეს საქართველოში ჩამოვა. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დერეკ შოლე საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი მთავრობის წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათთან რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, კრემლის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიისკენ სწრაფვა განიხილოს.

საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები