ალექსანდრე რაქვიაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში

„გირჩის“ დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში.

„რაც უფრო ფართო იქნება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იქნება ჩართული, მით უკეთესი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია,  წარმოდგენა ჰქონდეთ ჩვენ პარტნიორებს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. კარგია, რომ ასეთი ვიზიტი იქნება,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები