ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს მოტივაციას, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი, რასაც ველოდებით ევროინტეგრაციის კუთხით
ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს მოტივაციას, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი, რასაც ველოდებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ძალიან გულშემატკივრობს.
„პრემიერმინისტრის ვიზიტი არის ძალიან დროული, რათა ჩვენ კარგად ვიყოთ პროცესთან კოორდინებული ამ მიმართულებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და განწყობაც შესაბამისად მასთან შეხვედრისას არის მსგავსი. ჩვენ კონკრეტული განვითარების სცენარზე ვერ ვისაუბრეთ, რადგან იცით, რომ ეს ფართო კონსენსუსის საგანი იქნება. ჩვენი მოლოდინია, საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.