ლევან სამუშიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა

ნიკა გვარამია მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზე. ერთადერთი, რაზედაც წუხილი გამოთქვა და ნერვიულობს, ეს არის, მისი შვილები როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, ლევან სამუშიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს მისი დაპატიმრების თემის გარშემო საზოგადოებაში არსებული სიტუაცია და  დასავლელი პარტნიორების პოზიციები გააცნო.

“გავაცანი ის სიტუაცია, რაც გარეთ ხდება, საზოგადოების ერთიანობა და მზაობა იმისა, რომ დახმარება გაუწიონ „მთავარ არხს“, ასევე, გავაცანი ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციები”, – განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები