ბექა დავითულიანი: ნიკა გვარამიას ადვოკატებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ზემდგომ ორგანოებში გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგშიც გაასაჩივრონ შემდგომში და ვნახოთ

“ნიკა გვარამიას ადვოკატებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ზემდგომ ორგანოებში გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგშიც გაასაჩივრონ შემდგომში და ვნახოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალების საკითხი პრეზიდენტის საქმეა.

“ყოველი გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ოპოზიცია და მედია საუბრობდა რაღაც განცდებზე. “რუსთავი 2″-ზეც იყო იმის განცდა, რომ იხურებოდა იმიტომ, რომ იქ ისმოდა კრიტიკული აზრი და ა.შ. რომ სასამართლო იყო უკანონო და ა.შ. ჩავიდა სტრასბურგში ის განაჩენი, რაც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლო სრულად ეთანხმებოდა იმ განაჩენს. აქვთ ნიკა გვარამიას ადვოკატებს იმის შესაძლებლობა, რომ ზემდგომ ორგანოებში გაასაჩივრონ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, სტრასბურგშიც გაასაჩივრონ შემდგომში და ვნახოთ… შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და მისი საქმეა, თუმცა ნიკა გვარამია, რამდენადაც მე მახსოვს, ამ პროცესამდე თვითონ ამბობდა რომ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის შეწყალება, რაღაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები