სოლომონ პავლიაშვილი „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „სუფთა რეგიონი“, რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების და ზოგადად, გარემოს დაბინძურების შემცირებაა. სუფთა ქუჩა და სუფთა რეგიონი სუფთა ქვეყანას ნიშნავს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

მიმდინარე წელს, კონკურსის „სუფთა რეგიონი“  დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

2021 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

  • „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  • „სუფთა ქალაქი“ – ქ. ლაგოდეხი
  • „სუფთა დაბა“ – დაბა მესტია
  • „სუფთა სოფელი“ – სოფელი ჭკადუაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • „ლამაზი ეზო” – ბესიკ პერტაიას ეზო (სოფელი ცაიში)
  • „ლამაზი ეზო“ (ორგანიზაციის) – ღვინის კომპანია შპს „მეღვინეობა ხარება“
  • „სუფთა ქუჩა“ – მერაბ კოსტავას ქუჩა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცათ:

  • მცხეთა-მთიანეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს – ნარჩენების მართის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის
  • „ლამაზი ეზო“ – კომპანია „შუმი“
  • „ლამაზი ეზო“ – ნუნუ კარდახელაშვილის ეზო (სოფელი ნუმისი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • „ლამაზი ეზო“- ბორის პაპასკუას ეზო (ქ. ფოთი)
  • „სუფთა/ლამაზი ქუჩა“ – ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
  • „სახლი იწყება ეზოდან“ – ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი)

 

პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები