“არ ველოდები, რომ შეხვედრის უფლება არ მომცენ” – სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მისი ადვოკატები მივიდნენ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში” მისი ადვოკატები – დიტო საძაგლიშვილი და შოთა თუთბერიძე მივიდნენ.
თუთბერიძის განცხადებით, მას, როგორც ადვოკატს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების კანონიერი უფლება აქვს და ამ უფლების შეზღუდვას არ ელის.
“ვერანარ კანონიერ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მასთან შეხვედრის უფლება შემიზღუდონ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ შეხვედრის უფლება არ მომცენ. მაინტერესებს მისი პირველადი სამედიცინო, ზოგადი მდგომარეობა, რამდენიმე საკითხი მაქვს შესათანხმებელი,” – განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გუშინ, 12 მაისს გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები