ბექა დავითულიანი – “ნაცმოძრაობაზე”: ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ და ამ ნების ინსტრუმენტად საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას განიხილავენ

არ ვიცი, ნიკა მელია და ოპოზიცია რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ, მაგრამ არჩევნები 2024 წელს არის და მოემზადონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს – ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ქართველი ხალხის ნების გვერდის ავლის მიზნით, საერთაშორისო კოალიციური ბლოკი მოიმხროს.

“ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ და ამ ნების ინსტრუმენტად საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას განიხილავენ, რომელიც მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო იქნება. ეს არასოდეს გამოსდით და ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიმხრო უცხოეთში პოლიტიკა და იმის იმედი გქონდეს, რომ დემოკრატიაში ასე იმუშავებ, ეს არის კოლონიალისტური აზროვნება, როცა ამომრჩეველს კი არ არწმუნებ, არამედ იმის იმედი გაქვს, რომ უცხოელი პოლიტიკოსი სხვაგვარი ზეწოლით შეძლებს ხალხის ნებას გვერდი აუარონ. უნდა გაიგონ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები