იაგო ხვიჩია: გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც

გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან ექსპრეზიდენტის მეგობრებს მოუწოდა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ სამკურნალო დაწესებულებებზე არ იფიქრონ.

„ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან, როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ზოგადად გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. არანაირი საფუძველი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, შესაბამისად, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევაფასო”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები